უჩა ნანუაშვილი - ასეთ სიტუაციაში რთული იქნება დამოუკიდებელი და ხელისუფლებისათვის მეტ-ნაკლებად არაკომფორტული სახალხო დამცველის არჩევა

ასეთ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლების ყველა სტრუქტურა ერთ ვერტიკალშია მოქცეული, რთული იქნება დამოუკიდებელი და ხელისუფლებისათვის მეტ-ნაკლებად არაკომფორტული სახალხო დამცველის არჩევა, -  ამის შესახებ Front News-ს ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით,  მისი და ნინო  ლომჯარიას არჩევის დროს შედარებით განსხვავებული პოლიტიკური სიტუაცია იყო. 

"ვფიქრობ, რომ ცოტა განსხვავებული პოლიტიკური სიტუაცია იყო მაშინ, ვიდრე დღეს არის.  რა თქმა უნდა,  შეიძლება ხელისუფლება მაშინაც არ იყო დაინტერესებული დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევით, მაგრამ მაშინ  ბალანსი იყო სხვა.  დღეს ამ პოლარიზაციის ფონზე და ასეთ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლების ყველა სტრუქტურა არის ერთ ვერტიკალში, რთული იქნება დამოუკიდებელი და მეტ-ნაკლებად არაკომფორტული სახალხო დამცველი არჩევა.   მე ამ პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.  

მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევის წესი  უნდა შეცვლილიყო, ოღონდ ცვლილებები უნდა შესულიყო სახალხო დამცველის შესახებ კანონშიც.   

"ზოგადად, სახალხო დამცველის არჩევის წესი რომ დახვეწილიყო, ამის საჭიროება ნამდვილად იყო. მაგალითად, უნდა იყოს განსაზღვრული, ვინ შეიძება იყოს არჩეული სახალხო დამცველად, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და ვინ შეიძლება დაასახელოს კანდიდატი.  კრიტერიუმები  უნდა იყოს უფრო მკაფიოდ  გაწერილი „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში და არა პარლამენტის რეგლამენტში. 

მაქსიმალური მიზანი კი  უნდა იყოს, რომ ამ კრიტერიუმებით პოლიტიკური გავლენებისაგან დაცული კანდიდატი შეირჩეს“, - განაცხადა ნანუაშვილმა. 

ყოფილი სახალხო დამცველის  თქმით, უმჯობესი იქნებოდა და ნაკლებ ეჭვს გააჩენდა, თუ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დისკუსია ადრე  დაიწყებოდა.

"ძალაინ მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს დისკუსია უფრო ადრე დაწყებულიყო. ხელისუფლებას არასდროს გასჩენია  სურვილი,  რომ სახალხო დამცველის შერჩევის წესისთვის თუნდაც 2,  ან 3 წლის წინ გადაეხედათ და მომხდარიყო შეთანხმება და არა უშუალოდ არჩევის წინ. ეს კითხვის ნიშანს უფრო აჩენს, -  რა აუცილებელია ამ მცირე დროში შერჩევის ახალი წესის შემოღება, რომელზე შეთანხმებაც რთულია? პრობლემა არის ისიც, რომ სახალხო დამცველის შერჩვევასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შექმნა ერთგვარი ფილტრი,  ანუ რაღაც  კონკურსი, თუმცა ბუნდოვანია, ვინ შევა ამ შემრჩევ კომისიაში. ამასთან იყო საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნების“ და „გამჭვირვალობის“ სამუშაო ჯგუფში  არ დაშვების შესახებ, რაც არ ქმნის ოპტიმისტურ სურათს“, - განაცხდა უჩა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მოხდება ისევ ილუზორული შერჩევის პროცესის იმიტირება, როგირც ეს ხდება სხვა არჩევით პოსტებთან მიმართებით. 

"განმეორდება არსებული პრაქტიკა, როდესაც მაგალითად,  ეს ხდებოდა ცესკოს თავმჯდომარის, საზოგადოებრივი მაუწყებლის თუ გენერალური პროკურატურის შემთხვევაში. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ხელისუფლება ილუზორულ კონკურსებს ატარებდა. კონკურსანტებს შორის იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატურები, მაგრამ უმრავლესობა იყვნენ ისინი, ვინც კონტროლდებოდნენ ხელისუფლების მიერ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ შექმნა ხელისუფლებამ დამატებითი ფილტრი და ცოტა არ იყოს, დაუსაბუთებელია, რატომ უნდა იყოს 7 კანდიდატი, როსცა შეიძლება იყოს, 3 ან 4“, - განაცხადა ნანუაშვილმა. 

საქართველოს პარლამენტში დღეიდან  სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა დაიწყო. სახალხო დამცველის კანდიდატებს 9-კაციანი კომისია შეაფასებს. კომისიის შემადგენლობას კი პარლამენტის თავმჯდომარე  დააკომპლექტებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები