უჩა ნანუაშვილი - რა გარანტია გვაქვს, რომ არჩევის შემდეგ შეძლებს შესაბამისი ორგანოების, ან თანამდებობის პირების გაკრიტიკებას?

კანდიდატმა თუ აქამდე  ვერ შეძლო  ხელისუფლების ან ოპოზიციის გაკრიტიკება, რა გარანტია გვაქვს, რომ არჩევის შემდეგ შეძლებს შესაბამისი ორგანოების, ან თანამდებობის პირების გაკრიტიკებას? - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, საპარლამენტო კომიტეტებში გასაუბრების პროცესიდან გამოიკვეთა, რომ  ხელისუფლება მისთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობდა. 

"იმის ნაცვლად, რომ დასმულიყო კითხვები, რომელიც მოსახლეობას რეალურად აინტერესებს, იყო კითხვები მათ წარსულ განცხადებებსა და კომენტარებზე. ეს მიუთითებს, რომ ხელისუფლება ცდილობდა პროცესის პოლიტიზებას, კანდიდატების პოლიტიკურ აქტორებად წარმოჩენას, რაც მისთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციისკენ იყო მიდრეკილი. 

სახალხო დამცველი უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, მაგრამ მას უნდა შეეძლოს გარკვეულ საკითხებზე პოზიციის გამოხატვა. თუ აქამდე ვერ შეძლო შესაბამისი პოზიციის გამოხატვა, თუნდაც ხელისუფლების ან ოპოზიციის გაკრიტიკება, რა გარანტია გვაქვს,  რომ არჩევის შემდეგ შეძლებს ხელისუფლების, თუნდაც შესაბამისი ორგანოების, ან თანამდებობის პირების გაკრიტიკებას? პირიქით, აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.  თუ არის ადამიანი აქტიური და მას ამ მიმართულებით მანამდე აქვს ნამუშევარი,  იყო კრიტიკული, პრინციპული, ეს პირიქით არის სასურველი და სწორედ ასეთ კანდიდატს უნდა მიენიჭოს უპირატესობა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები