რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე ნატო-ს გაფართოება რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ამ ქვეყნებში ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთისგან რეაგირებას მოითხოვს.
"რაც შეეხება ნატო-ს გაფართოებას, მათ შორის ალიანსის ახალი წევრების - ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე, რუსეთს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, გაფართოების უშუალო საფრთხე არ არსებობს.
ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს პასუხს“, - განაცხადა პუტინმა.