ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას არ მიაწვდის სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიამდე მიღწევა, - „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა განაცხადა.
"აშშ არ გაუგზავნის უკრაინაში სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიონ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევში დიდი დიაპაზონის სარაკეტო სისტემების გაგზავნისთვის ემზადება.