ჯო ბაიდენი - თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, წინ ორი საშინელი წელი გველოდება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს ორი საშინელი წელი ელოდება. ამის შესახებ მან ჩიკაგოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"თუ ჩვენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს დავკარგავთ, წინ ორი საშინელი წელი გველოდება. კარგი ამბავი ისაა, რომ ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა მექნება“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება, რომლის შედეგებიც გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.

აშშ-ის მოქალაქეები აირჩევენ 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს. გარდა ამისა, 36 შტატში გუბერნატორებს აირჩევენ.

ამერიკის 50 შტატიდან თითოეული სენატში ორი სენატორით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრების მანდატი ორწლიანია და ისინი უფრო მცირე ოლქებს წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები