1/4 ფინალური წყვილები ცნობილია, პორტუგალიამ შვეიცარია უშანსოდ დაამარცხა

“ლუსაილის” სტადიონზე 1/8 ფინალური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩი დასაწყისიდანვე იმით იყო საინტერესო, რომ პორტუგალიელთა თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა გუნდის კაპიტანი და სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე დასვა და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა გონსალო რამოსი განამწესა. ამ უკანასკნელმაც თავის შანსი გამოიყენა და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ მატჩში “ახალი ვარსკვლავი” დაიბადა.

ანგარიში მე-17 წუთზე სწორედ გონსალო რამოსმა უზუსტესი და უძლიერესი დარტყმით გახსნა, 33-ე წუთზე თავი ლეგენდარულმა მცველმა კეპლერ პეპემ გამოიჩინა, რომელიც გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც ფლეი-ოფის სტადიაზე გოლის გატანა მოახერხა (39 წლის და 283 დღის). 

მეორე ნახევარში პორტუგალია კიდევ უფრო გააქტიურდა და 51-ე წუთზე რამოსმა დუბლი გაიფორმა, 55-ე წუთზე რაფაელ გერეირომ მეოთხე გოლი გაუტანა მეტოქეს. მალევე შვეიცარიელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, რომლის ავტორი მანუელ აკანჯი გახლდათ, თუმცა პორტუგალიამ ტემპი არ დაკარგა და გონსალო რამოსმა ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო, მატჩის მიწურულს კი თავი შანსი რაფაელ ლეაუმაც გამოიყენა და საბოლოო ანგარიში 6:1 დააფიქსირა.

ამ თამაშით დასრულდა 1/8 ფინალური ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1/4 ფინალური ეტაპის ყველა წყვილის ვინაობა ცნობილია. მსოფლიო ჩემპიონატი ორი დღით პაუზას აიღებს და 9 დეკემბერს განახლდება. 

მატჩების განრიგი შემდეგნაირია:

9 დეკემბერი:

19:00 საათზე: ხორვატია - ბრაზილია

23:00 საათზე: ნიდერლანდები - არგენტინა

10 დეკემბერი:

19:00 საათზე: მაროკო - პორტუგალია

23:00 საათზე: ინგლისი - საფრანგეთი

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი