ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავალი გახდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მზად არის შუამავალი როლი ითამაშოს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში, თუ ორივე ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები მას ხელახლა შესთავაზებენ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისას მას არაოფიციალურად სთხოვეს შუამავალი გამხდარიყო, თუმცა მან უარი თქვა, რადგან ის იყო ოპოზიციის ლიდერი და არა პრემიერ-მინისტრი.

ამავდროულად, ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ახლა მზად არის განიხილოს შუამავლის როლი, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს "შესაფერისი დრო და შესაბამისი გარემოებები“.

"თუ ყველა შესაბამისი მხარე მთხოვს, აუცილებლად განვიხილავ, მაგრამ არ ვამტკიცებ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები