ნატო ჩხეიძე - შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატი, რატომ თქვა, რომ ოთხი იყო

ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, "ნაციონალური მოძრაობა" გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს, მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის, თუ რაღაც მეტის გულისთვის თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებულ მესიჯში იყო ოთხი გვარი, სალია, საჯაია, წიქარიშვილი, მუხაშავრია, ეს ოთხი ჩამოთვალეს.

"მათ გამორჩათ, დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში იყო მეხუთე გვარი ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ გამორჩათ არ დაივიწყა "ქართულმა ოცნებამ" საერთოდ არ არის დიდი პირობის შემსრულებელი "ქართული ოცნება“ და ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, მოინდომეს და დაინტერესებული პირები ნახავთ, რომ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში უნდა გადავიდნენ, ერთ-ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, სწორედ მოქმედებდა ის ფორმულა 4/1-ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი, მთლად გაგებული და ამიტომ იყო, რომ სწორედ ოპოზიციურ ჯგუფებში იყო ის ფრაზა, რომ აქ იყო გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, "ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, პირადი კითხვები მექნება ჩემს კოლეგა "ნაციონალური“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან და ალბათ, შეკითხვები ექნება საზოგადოებასაც, რათა უფრო მეტი სინათლე მოეფინოს ამ საკითხს.

შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, ჩათში ჩაგდებული იყო ხუთი კანდიდატი, რატომ თქვა, რომ ოთხი იყო ჩაგდებული და საზოგადოების წინაშე რატომ არ თქვა ნიშნიანიძე“, – განაცხადა ჩხეიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატებს კენჭისყრის დროს გუშინ მხარი დაუჭირა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ასევე დილარ ხაბულიანმა.

გუშინვე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა“ ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები