"ვაგნერს" აქვს მოქმედების მექანიზმი პრიგოჟინის გარდაცვალების შემთხვევაში - ბელარუსის ტერიტორიაზე "ვაგნერელების" გააქტიურება შეინიშნება

ვინაიდან ევგენი პრიგოჟინის სიცოცხლეს მუდმივი საფრთხე ემუქრებოდა, მათ შორის იმის გამო, რომ ის რეგულარულად იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე სხვა გარემოებებში, "ვაგნერს" მისი გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედების მკაფიო მექანიზმი აქვს, - წერს მედია.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მექანიზმი დამტკიცებულია და ავტომატურად შედის მოქმედებაში. თუ ავიაკატასტროფის შედეგად პრიგოჟინის ან უტკინის გარდაცვალება დადასტურდება, ალგორითმი დაუყოვნებლივ ამოქმედდება, თუმცა წყაროს არ უთქვამს კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მექანიზმი მხოლოდ აღნიშნა, რომ "ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ცუდი ამბავი იქნება".

ამასთან, მედია წერს, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე "ვაგნერელების" აქტიური მოძრაობა იწყება.

"ტერორისტის ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო გარდაცვალების ფონზე, მისი თანამოაზრეები ქმნიან კოლონებს ბანაკების დასატოვებლად. ბელარუსის ტერიტორიაზე "ვაგნერის" ბანაკების ნაწილის დემონტაჟი მიმდინარეობს. კოლონები მიემართება რუსეთის ფედერაციის საზღვრისკენ, მაგრამ ბელორუსის რესპუბლიკის სპეცსამსახურები ცდილობენ დაქირავებულთა მანქანების გასვლა აღკვეთონ", - წერს მედია.

უახლესი ამბები