რუსული მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის ცხედარი კატასტროფის ადგილზე იპოვეს

რუსული მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის ცხედარი კატასტროფის ადგილზე იპოვეს და უკვე ამოცნობილია.

"პრიგოჟინისა და უტკინის ცხედრები აღმოაჩინეს და უკვე იდენტიფიცირებულია. 21:30 საათის მონაცემებით, პრიგოჟინის თვითმფრინავში მყოფი 10-ვე ადამიანის ცხედარი ნაპოვნია. მთავარი ოფიციალური ვერსია არის "აფეთქება ცაში“, - წერს მედია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, ჯერ ორი აფეთქება გაისმა, შემდეგ კი თვითმფრინავმა დაცემა დაიწყო და ნაწილებად დაიშალა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კერძო თვითმფრინავის Embraer Legacy-ის ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. 

მსგავსი სიახლეები