რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პრიგოჟინის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა.

კომიტეტის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სვეტლანა პეტრენკოს თქმით, დაღუპულთა ვინაობა მოლეკულური გენეტიკური გამოკვლევებით დადგინდა.

"ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულური გენეტიკური გამოკვლევა. მათი შედეგების მიხედვით, დადგენილია 10-ვე გარდაცვლილის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას", - განაცხადა პეტრენკომ.

კატასტროფის დღეს, 23 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "როსავიაციამ“ პრიგოჟინისა და უტკინის გარდაცვალება დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები