ბუდანოვი - უკრაინა არ გეგმავს შეაჩეროს თავდასხმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, გაგრძელდება

უკრაინა არ გეგმავს შეაჩეროს თავდასხმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მიუხედავად უკრაინის დასავლელი მხარდამჭერების შეშფოთებისა რუსეთის შესაძლო პასუხის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინული დრონების თავდასხმების ასეთი თამამი ტაქტიკა უკრაინის ზოგიერთი პარტნიორის შიშს იწვევს, რომლებიც აფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მკაცრი პასუხი, შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენებითაც კი. FT წერს, რომ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელს ასეთი შეშფოთება არ აწუხებს და პირობას დევს, რომ გააგრძელებს მუშაობას რუსეთში პუტინის ომის მანქანის საბოტაჟისთვის.

"ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას უახლოეს მომავალში. ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ეს წელი უკრაინისთვის რთული იქნება.

"იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, სიმართლე არ არის“, - განაცხადა ბუდანოვმა და უპასუხა კითხვას, ვერ მიაღწია თუ არა უკრაინის შარშანდელმა კონტრშეტევამ დასახულ მიზნებს. ”იმის თქმა, რომ ეს კატასტროფაა, ასევე არ არის მართალი”, - აღნიშნა მან.

ამავე დროს, ის პროგნოზირებს, რომ უკრაინა კვლავ შეძლებს პუტინის შეკავებას და უკვე დაამტკიცა, რომ "[რუსეთის] ძალაუფლების მთელი ლეგენდა საპნის ბუშტია“.

ბოლო დროს რუსეთში ხანძრები გახშირდა. ამგვარად, 19 იანვარს, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა.

20 იანვარს საღამოს დრონები თავს დაესხნენ ტულას, სმოლენსკის და ორიოლის რაიონებს. გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ლენინგრადში, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზისა და ნავთობის პორტში, Ust-Luga-ში კომპანია Novatek-ის ტერმინალი იწვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები