ბუდანოვი - სამხედრო ტყვეების გაცვლა უახლოეს მომავალში მაინც შედგება

უახლოეს მომავალში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა მოხდება, ახლა უკრაინული მხარე ამისთვის ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ უკრაინის სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

"ჩვენი ხალხის სიცოცხლეს - სამხედროს თუ სამოქალაქოს - არ უნდა დაემუქროს საფრთხე იმ საშინელ პირობებში, სადაც ისინი იქ არიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეიძლება გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, რომ გაცვლა მოხდება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, უკრაინა საბოლოოდ გაარკვევს რა მოხდა ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის ეპიზოდთან და ბორტზე თითქოს სამხედრო ტყვეების ყოფნასთან დაკავშირებით.

3 იანვარს უკრაინასა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ტყვეთა ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა. უკრაინამ 230 დამცველის დაბრუნება მოახერხა.

24 იანვარს ტყვეთა 50-ე გაცვლა უნდა მომხდარიყო, თუმცა ბელგოროდის მახლობლად ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ჩაიშალა. რუსები ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავში ათობით უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, თუმცა უკრაინა ამას არ ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები