გიორგი ვაშაძე - ზუსტად ვიცი, რას ეტყვის მას ყველა, რომ ის არის მიუღებელი დასავლური ცივილიზაციისთვის

ამ ვიზიტს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისევ რამენაირად შეატყუოს თავის მხარდამჭერებს, რომ თითქოს, ევროკავშირში მათ ვინმე ელაპარაკებათ, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნებას" არცერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი არ დაელაპარაკება.

"ამ ვიზიტს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისევ რამენაირად შეატყუოს თავის მხარდამჭერებს, რომ თითქოს, ევროკავშირში მათ ვინმე ელაპარაკებათ. 

ერთია, კობახიძე რას ისაუბრებს და მეორე ის, რომ ზუსტად ვიცი, რას ეტყვის მას ყველა, რომ ის არის მიუღებელი დასავლური ცივილიზაციისთვის.

ირაკლი კობახიძე, რომელმაც ფაქტობრივად, ცივი ომი გამოუცხადა მთელ დასავლურ ცივილიზაციას, რანაირად შეიძლება, იყოს დაფასებული საერთაშორისო საზოგადოებაში. 

არც არაფერი აქვს სათქმელი და ვერც ვერაფერს იტყვის. იქ ჩადის მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ისევ აქ მოქალაქეებს მოატყუოს, რომ ჯერ კიდევ მიუნხენში დაფრინავს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები