გიორგი ვაშაძე - დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში, ქართველ ხალხთან ერთად დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ

დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში, ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე საბოლოო კონფიგურაციებზე  8 ივლისამდე ჩამოყალიბდებიან.

"უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა ერთობლივად. პირველი - ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არცერთი ხმა 5%-ს ქვემოთ არ დაიკარგოს. მეორე - 8 ივლისამდე საბოლოო კონფიგურაციებზე ჩამოვყალიბდებით ოპოზიციურ ფლანგზე. მესამე - ყველაფერს გავაკეთებთ ხმის დაცვისთვის, ემიგრანტების მონაწილეობისთვის. აქ ორგანიზებულად ვიმუშავებთ. მეოთხე - ერთმანეთს თავს არ დავესხმებით, მთავარი სამიზნე იქნება საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება. მეხუთე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

აქ, ჩვენ გვერდით არიან ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ამ დისკუსიებში იღებდნენ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ", -  განაცხადა გიორგი  ვაშაძემ. 

ქართული ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ოპოზიციის განცხადებით, ერთიანდებიან "ქართული ქარტიის"  მიზნების გარშემო, კონკრეტული მიზნების მისაღწევად მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები