გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მხარს უჭერს დიდ ერთიანობას

ერთიანობა გვჭირდება არჩევნებისთვის, ამიტომ, "სტრატეგია აღმაშენებელი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მხარს უჭერს დიდ ერთიანობას, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ისეთივე ერთიანობაა საჭირო, როგორც ეს აქციების დროს იყო.

"როცა ერთიანები ვიყავით ქუჩაში, მთელმა მსოფლიომ დაინახა რა ძალა აქვს ქართველ ხალხს. ზუსტად ასეთი ერთიანობა გვჭირდება არჩევნებისთვის, ამიტომ, "სტრატეგია აღმაშენებელი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მხარს უჭერს დიდ ერთიანობას, დიდ ერთობას და რაც მეტი დათანხმდება ამ ერთობას, უკეთესია. 

თუ ვინმე არ დათანხმდება ამ ერთობას, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაზე დიდ ფართომასშტაბიან გაერთიანებას ჩამოვაყალიბებთ, აუცილებლად.

ძალიან დიდი თავდასხმები არის ხოლმე, განსაკუთრებით, ჩვენს პარტნიორ პარტიაზე - "ნაციონალურ მოძრაობაზე", მაგრამ არ შევდივართ ამაში, იმიტომ, რომ, ვფიქრობთ, ეს არის ყველაზე მეტად დამაზიანებელი პროდასავლური ფლანგისთვის, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, საოცარი შესაძლებლობები გვაქვს გამარჯვებისთვის და მეორე მხრივ, ძალიან ახლოს ვართ უფსკრულთან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები