გიორგი ვაშაძე - თუ 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" რჩება ხელისუფლებაში, იცოდეთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა წყდება

თუ 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" რჩება ხელისუფლებაში, პირდაპირ იცოდეთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა წყდება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საბოლოოდ დასამარდება, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" შეშინებულია სანქციებით, მაგრამ მთავარ სანქციას მათ ქართული საზოგადოება დაუწესებს.

"ტყვიასავით ეშინიათ სანქციების და იმიტომ არის, რომ ვითომ არ იმჩნევენ. განსაკუთრებით მათ გარშემო ადამიანებს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ, ვინც აყალბებს ხალხის ნებას, ვინც ღალატობს და სამშობლოზე უარს ამბობს,  ყველას ძალიან მძიმე ბედი ელის და მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველაზე დიდი სანქცია არა აშშ-სგან, არა ევროკავშირისგან, არამედ ქართველი ხალხისგან იქნება, აუცილებლად მათთან მიმართებაში.

თუ 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" რჩება ხელისუფლებაში, პირდაპირ იცოდეთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა წყდება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საბოლოოდ დასამარდება", - განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები