ჩერნობილში ელექტრომომარაგება აღდგა - გაგრილების ყველა სისტემა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა და გაგრილების ყველა სისტემა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს - აცხადებენ ენერგოატმოში.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ მიტაცებულ ატომურ ელექტროსადგუს ელექტროენერგიის მიწოდება „უკრენერგოს“ სპეციალისტების, ბირთვული მეცნიერებისა და ელექტრიკოსების ძალისხმევით აღდგა.

მისივე თქმით, უკრაინელი ენერგეტიკოსემა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გარისკეს და აღკვეთეს ბირთვული კატასტროფის შესაძლო რისკი, რომელიც შესაძლოა, მთელ ევროპას დამუქრებოდა. 

მინისტრმა კიდევ ერთხე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაეხმარონ ბირთვული ობიექტების დაცვაში.

"კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, გაერო-ს, ეუთო-ს: დაგვეხმარეთ, დავიცვათ ბირთვული ობიექტები! უკიდურესად აუცილებელია, ვაიძულოთ მტერი, დატოვოს ელექტროსადგური და უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გარშემო 30 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა შევქმნათ“, - აცხადებს მინისტრი.

უახლესი ამბები