თეონა აქუბარდია - კარასინის განცხადებას ჰყავს ორი ადრესატი, დასავლეთი და საქართველოს ხელისუფლება

კარასინის განცხადებას ჰყავს ორი ადრესატი,  დასავლეთი და საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადება, რომ სანქციებთან დაკაშირებით საქართველოს პოზიცია რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩება და ქართულ-რუსულ ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი, საქართველოს ხელისუფლებისთვის უხერხულობის შემქმელი არ აღმოჩნდება.  

"კარასინის განცხადებას, რომელიც იყო საქებარი ხელისუფლებისთვის, ჰყავს 2 ადრესატი. ერთი არის დასავლეთი, რომელსაც ეუბნება, მისი პარტნიორი და მოკავშირე რუსეთთან მიდის და მეორე,  არის თვითონ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც აქებს და პირდება, ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საომარი მოქმედებებით არ მიაღწევს თავის ინტერესებს. სხვა დანარჩენი სახეზეა და მათ შორის, არგაღიზიანების პოლიტიკამაც რომ კრახი განიცადა ბორდერიზაციით და მცოცავი ოკუპაციით, ეს არის მოცემულობა. არ მგონია, რომ უხერხულობის გრძნობა შექმნას ამან ხელისუფლებაში, ეს არის გამიზნული პოლიტიკა“ , - განაცხადა აქუბარდიამ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში  ქართულ-რუსული საექპერტო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც . მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები