თეონა აქუბარდია - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ტოვებენ თავიანთ მამულებს, რადგან არსებობს უკიდურესი გაჭირვება და რუსული ოკუპაცია

"დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ტოვებენ თავიანთ მამულებს. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, არსებობს უკიდურესი გაჭირვება და მეორე მხრივ, არსებობს რუსული ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაციის ის შედეგები, რომელიც  ადამიანებს ელემენტარულ შესაძლებლობასაც კი არ უტოვებს იმისთვის, რომ საკუთარ სახლ-კარში დარჩნენ“, - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბორდერიზაციის პირობებში მოსახლეობას მთავარი - გადაადგილების უფლება აქვს წართმეული.

"ძალიან ბევრ სოფელში არ მუშაობს საბავშვო ბაღი, დაზიანებულია შიდა გზები,  ტრანსპორტი არის დაუძლეველი საკითხი, მცირემიწიანობა არის პრობლემა, სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტია, სასოფლო-სამეურნეო მიწების სისტემური რეგისტრაცია არ არის დასრულებული, აფთიაქები და სამედიცინო პუნქტები არის პრობლემა და ამის შედეგად ყველაზე დიდი მიგრაცია არის ახალგაზრდების მხრიდან.  მთავარი პრობლემა ის არის, რომ თუ ამ სოფლებში ადამიანები არ დარჩებიან, ბორდერიზაციის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-დან 80 სოფელს შეღავათები დაუწესა. მისივე თქმით,  დარჩენილია 36 სოფელი და ადამიანები, რომლებიც უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან.

"კიდევ ერთხელ გთავაზობთ, სპეციალური დასახლების შესახებ სტატუსის შემუშავების ინიციატივას უმრავლესობას და გთავაზობთ, რომ შეღავათები, რომლებიც 116 სოფლიდან 80 სოფელს აქვს, გავრცელდეს 36 სოფელზე. ჩვენი ვალდებულება და ღირსების დაცვის საკითხი უნდა იყოს ის, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები