თეონა აქუბარდია - არც ერთი სიტყვა ამ პროგრამაში არ გითქვამთ, რომ შეიმუშავებთ საერთო ეროვნულ ხედვას დეოკუპაციასთან დაკავშირებით

თქვენ ოკუპაციის განულებას ოცნება უწოდეთ და არც ერთი სიტყვა ამ პროგრამაში არ გითქვამთ, რომ შეიმუშავებთ საერთო ეროვნულ ხედვას დეოკუპაციასთან დაკავშირებით, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს.

"ასობით ათასი დევნილისთვის, რომელთა ოცნებაც დეოკუპაციაა, არ გაქვთ არანაირი დაპირება მათთვის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ასობით ათასი მოქალაქისთვის არცერთი სიტყვა არ გითქვამთ. როცა თამაზ გინტურის ოჯახი მკვლელების ვინაობის გასაჯაროებას და დასჯას ელოდება, მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ამ კუთხით პასუხი გასცეთ ოჯახს?!" - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: "0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები