თეონა აქუბარდია - ევროპული რეკომენდაციების ინტერესი არის მსხვერპლად შეწირული "ქართული ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს

ევროპული რეკომენდაციების ინტერესი არის მსხვერპლად შეწირული "ქართული ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. 

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ იტყოდა, თუ რატომ არის ეს საარჩევნო კოდექსი ევროსტანდარტებისა და დათქმების შეუსაბამო. 

"კარგი იქნებოდა, კიდევ ერთხელ თუ იტყოდა ვენეციის კომისია, თუ რატომ არ არის ეს საარჩევნო კოდექსი 9 ნაბიჯის შესაბამისი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში ეს მოხდეს, იმიტომ რომ, პირდაპირ გვეუბნება შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომ დასავლეთი ერევა საქართველოს სუვერენიტეტში მაშინ, როდესაც ამას რეალურად,  რუსეთი ახორციელებს. 

აქ, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია,  ევროპული რეკომენდაციების ინტერესი არის მსხვერპლად შეწირული "ქართული ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ევროპის საბჭოს კომისიამ დაადგინა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები ისევ უნდა გადააგზავნოს ვენეციის კომისიაში, კერძოდ, მონიტონირგის შეფასებით, მიღებული ცვლილებები ხარვეზებს შეიცავს. მმართველი გუნდი კი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები