თეონა აქუბარდია - ტენდენციად იქცა, რომ გარკვეულწილად ხმამაღლა წასული მინისტრები შემდგომ იწყებენ ხოლმე პრობლემებზე საუბარს

ტენდენციად იქცა, რომ გარკვეულწილად ხმამაღლა წასული მინისტრები შემდგომ იწყებენ ხოლმე პრობლემებზე საუბარს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ  გარკვეული დაპირისპირება არსებობს ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის.

"სამწუხაროდ, ტენდენციად იქცა ის, რომ გარკვეულწილად ხმამაღლა წასული მინისტრები შემდგომ იწყებენ ხოლმე პრობლემებზე საუბარს.

ამ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის  სამთავრობო პროგრამის დამტკიცებისას, ბატონი აზარაშვილი კვლავ მინისტრი იყო და შემდგომ აღმოჩნდა გარკვეულწილად კომუნიკაციის პრობლემა, რაც გასაგებია, რომ გამომდინარეობს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის ეტაპობრივად ჩანაცვლებით და არა მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გარკვეული დაპირისპირება ბუნებაში არსებობს ორ ირაკლის შორის, მიუხედავად მცდელობისა, რომ ძმური სიყვარული ეჩვენებინათ მათ შორის, ვიზუალური ემოციების გამოხატვის გზით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე.

აქ საუბარი არ არის მხოლოდ კონკრეტულად  აზარაშვილზე ან ღარიბაშვილზე, არამედ საუბარია ჯანდაცვის სისტემასა და იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ეს ყველაფერი ეხებათ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პოზიციის დატოვებიდან მალევე სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც სისტემაში არსებული საკითხები გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები