გიორგი კირთაძე - დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ არჩევნებში გაიმარჯვებს ღირსება და მათე ფუტკარაძე, რომელიც გააგრძელებს მამის გზას

ბათუმში ხვალ შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს,  ბათუმის საკრებულო ოპოზიციური დარჩება  თუ არა.

"ნაციონალური  მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენენ. 

"ქართული ოცნება“ როდესაც დარწმუნდა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის საარჩევნო ოლქში ვერ შეძლებდა საჭირო რაოდენობით ამომრჩევლის ყიდვას, ადგა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან გადმოწერა ამ ოლქში ადამიანები. ამის გარდა, ამ წუთებშიც, მათ შორის გადმოწერილი ადამიანების თვალთვალი გრძელდება სუსის მანქანები ამ წუთებში ქუჩებში არიან გაშლილები და ზეწოლას ახდენენ ამ ამომრჩეველზე. ეს არ უშველის „ქართულ ოცნებას“. ამ არჩევნებში დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს ღირსება და მათე ფუტკარაძე, რომელიც გააგრძელებს მამის ნუგზარ ფუტკარაძის გზას“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

ბათუმის მე-4 საარჩევნო ოლქში განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკრებულოს არჩეული დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ოპოზიციის მხარდაჭერით,  საკრებულოს  მანდატის მოსაპოვებლად ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები