გიორგი კირთაძე - რა ტიპის არჩევნების ჩატარება შეუძლია ბიძინა ივანიშვილის და პუტინის "ქართულ ოცნებას", ყველამ კარგად ვიცით

რა ტიპის არჩევნების ჩატარება შეუძლია ბიძინა ივანიშვილის და პუტინის "ქართულ ოცნებას", ყველამ კარგად ვიცით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი კირთაძემ განაცხადა. 

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისათვის,  ასევე მაჟორიტარობის კანდიდატს მათე ფუტკარაძეს და განაცხადა, რომ სწორი იყო ამ ამ ბრძოლაში შემოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა,  რადგან სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნის ღალატი. 

"მადლობა იმ 3 ათასზე მეტ ღირსეულ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს ბათუმის მე-4 სამაჟორიტარო ოლქში, იმ ყველაფერის ფონზე, რაც ხდებოდა, შეძლო და მოვიდა ამ მართლაც ღირსების არჩევნებზე და დაუჭირა მხარი მათე ფუტკარაძეს. რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ, ამის მოლოდინი ბევრს გვქონდა. რა ტიპის არჩევნების ჩატარება შეუძლია ბიძინა ივანიშვილის და პუტინის „ქართულ ოცნებას“, ყველამ კარგად ვიცით. 

მართალი ვიყავით მაშინაც, როდესაც ვამბობდით, რომ გავდიოდით ამ არჩევნებზე, იმის დამიუხედავად, რაც ხდებოდა, დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის, უამრავი ადამიანის გატაცემის მიუხედავად. მართალი ვიყავით,  რომ დღეს გავედით ამ არჩევნებზე, სხვაგვარად, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.  ჩვენ არ ვიქნებიდით მართლები არც ნუგზარ ფუტკარაძის, არც მის ოჯახთან და ეს იყო, რა თქმა უნდა,  სწორი გადაწყვეტილება. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და დამთავრდება გამარჯვებით, მათ შორის ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ უთანასწორი ბრძოლაში შემოსვლისთვის“, - განაცხადა კირთაძემ. 

ბათუმის შუალედურ არჩევნებში,  წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ 3233 ხმა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ 7190 ხმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები