კახა გოგოლაშვილი - პრემიერის ბიზნესკავშირებში მონაწილეობის საკითხი უფრო მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული

პრემიერის ბიზნესკავშირებში მონაწილეობის საკითხი უფრო მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული, -  ამის შესახებ Front News-ს "ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის საკითხის  კომენტირებისას განუცხადა. 

რაც შეეხება ივანიშვილის სანქცირების საკითხს, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ამ ჩანაწერში რაიმე მტკიცებულება არ იკვეთება. 

"ის, რომ ივანიშვილს აქვს ახლო ურთიერთობა რუსეთში სანქცირებულ ოლიგარქთან, მართალია, ეს ბადებს გარკვეულ ეჭვებს, შეიძლება იქეთა მხრიდან რაღაც მცდელობა იყოს, რომ ჩაითრიონ ივანიშვილი ან საქართველოს მთავრობა კრემლისთვის სასარგებლო ოპერაციებში, მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ ეჭვის საფუძველს იძლეოდეს, მაგრამ  მეტი არაფერი, ამის იქეთ არანაირი მტკიცებულება არ არის. 

რაც შეეხება პრემიერის ჩართულობის საკითხს, ეს ნამდვილად არის საყურადღებო.  ეს გარკვეულწილად აკნინებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში, როდესაც პრემიერი რაღაც ბიზნესკავშირებში არის დასახელებული, როგორც ოლიგარქის ინტერესების გამტარებელი.  ალბათ,  საზოგადოებრივი მოთხოვნა იქნება, რომ უფრო მკაფიოდ იყოს პრემიერის მიერ ეს საკითხი განმარტებული“, - განაცხადა გოგოლაშვილმა. 

გოგოლაშვილის თქმით, ძნელია რაიმეს მტკიცება, თუმცა  შესაძლოა,  ამ ჩანაწერის გავრცელება და აპრილის დასაწყისში უკრაინის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდული გზების გაჭრის შესახებ,  გარკვეულ კავშირში იყოს. მისი თქმით, შესაძლოა,  უკრაინელებს იმ დროისათვის უკვე რაღაც ინფორმაცია ჰქონდათ და  გამორიცხული არაა, რომ კიდევ არსებობდეს სხვა ჩანაწერები, რომელიც მომავალში გამოჩნდება, ან შესაძლოა, მათ არ აქვთ განსაკუთრებული  ღირებულება, რის გამოც არ გამოაქვეყნეს.  

ვლადიმირ ევტუშენკოვმა  ქართულ მედიასთან საუბარში ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრები და ასევე საუბრისას ნახსენები ფაქტები დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები