კახა გოგოლაშვილი - წინ რთული გზა გველის იმიტომ, რომ ის მოთხოვნები, რომელიც ევროკომისიამ წაგვიყენა, ძნელი შესასრულებელია

საჭიროა, ყოველ დღე იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკომისია თავის დოკუმენტში აქვეყნებს, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი რეფორმები და რომ საზოგადოება მზად არის მთლიანობაში მოახდინოს ინტეგრირება ამ მიზნების გარშემო, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ჟურნალისტებს "ევროპის უნივერსიტეტის" მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე -  "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები" განუცხადა.

მისივე თქმით, წინ რთული გზა გველის, რადგან ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები რთული შესასრულებელია.

"ძალიან საჭირო და დროული შეხვედრაა, რომელიც მოაწყო "ევროპის უნივერსიტეტმა", შეკრებილია ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, მუშაობენ ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, ეს ხდება ფრანგ ექსპერტებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ საფრანგეთის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა ამ საკითხებზე, რადგან საფრანგეთი არის ერთ-ერთი ცენტრალური სახელმწიფო ევროკავშირში, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას, გადაწყვეტილებებს და ა.შ. 

რაც შეეხება ჩვენს მომავალს, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯით წავიწიეთ წინ, როდესაც ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წინ გვაქვს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც 27-მა ქვეყანამ 15 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანდიდატის სტატუსს ალბათ, მივიღებთ, მაგრამ არ არის საჭირო მოდუნება, საჭიროა, ყოველ წამს, ყოველ დღე იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკომისია თავის დოკუმენტში აქვეყნებს, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი რეფორმები და რომ საზოგადოება მზად არის მთლიანობაში მოახდინოს ინტეგრირება ამ მიზნების გარშემო. წინ რა თქმა უნდა, რთული გზა გველის იმიტომ, რომ ის მოთხოვნები, რომელიც ევროკომისიამ წაგვიყენა, ამ შემთხვევაში უკვე ახალი მოთხოვნები, არ არის უფრო მარტივი, ვიდრე აქამდე იყო და ნაწილი მოთხოვნებისა, ძველი 12 პრიორიტეტიდან გადმოსულია, მაგრამ არის სწორედ ის ნაწილი, რომელიც იყო ყველაზე ძნელი, რთული შესასრულებელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ შეასრულა ნაწილი მოთხოვნებისა იმ 12 პრიორიტეტიდან, რომელიც იყო მოცემული ჩვენთვის პერსპექტივის მიღების შემდგომ, მაგრამ შესრულდა ის ნაწილი, რომელიც შედარებით ადვილი შესასრულებელი იყო და რაც არ არის შესრულებული, ის არის უფრო რთული და ძნელი. ამიტომ სჭირდება ორმაგი, სამმაგი ძალისხმევა ამის შესრულებას", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია მთელი ერის გამთლიანების გარეშე ამ საკითხებთან მიმართებაში მაინც, რომელიც ეხება ევროპული ინტეგრაციის გზას და მასთან დასახულ ამოცანებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები