კახა გოგოლაშვილი - შეუძლებელია ქვეყანას დაარქვა დემოკრატიული, რომელზეც გავლენა აქვს ოლიგარქს, რაც უნდა კეთილი იყოს ის

შეუძლებელია ქვეყანას დაარქვა დემოკრატიული, რომელზეც გავლენა აქვს ოლიგარქს, რაც უნდა კეთილი და თავდადებული პატრიოტი იყოს ის, - ამის შესახებ "ევროპული კვლევის ცენტრის" დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, დეპოლარიზაცია ვერ მოხდება დეოლიგარქიზაციის გარეშე. 

"პირველი, რაც ევროპამ მოგვთხოვა, ეს არის დეპოლარიზაცია - პოლიტიკური პარტიები უნდა დასხდნენ და ერთად იმუშაონ, ერთობლივი მუშაობა ამ 12 პუნქტის შესასრულებლად.  არა მხოლოდ ეს,  სახელმწიფო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს ჩართულობის გზით და არა ისე, რომ ერთმა ჯგუფმა მარტო მართოს  ქვეყანა. დეპოლარიზაცია თავისთავად ძნელი მისაღწევია თუ ჩვენ ვერ ვთანხმდებით ძირითად საკითხებზე, განსაკუთრებული დავის საგანს წარმოადგენს რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციის საკითხი. 

ძალიან აშკარაა, რომ საქართველოში  არის არაფორმალური მმართველის გავლენა მთავრობაზე, პარლამენტზე, მთლიანობაში მართველ გუნდზე. ასეთი გავლენა როდესაც არის ქვეყანაზე, მაშინ შეუძლებელია იმ ქვეყანას დაარქვა დემოკრატიული, რაც უნდა კეთილი იყოს ოლიგარქი  და თავდადებული პატრიოტი.  დემოკრატია არის, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს ექსკლუზიურად აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ითვლება ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებად, ვისთვისაც მოსახლეობას მანდატი არ მიუნიჭებია, არ შეიძლება მისი  ჩარევა“,  - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები