კახა გოგოლაშვილი - მთავრობა არ შეიძლება იყოს სრულად მობილიზებული თუ ის ხედავს, რომ მოსახლეობა არ სთხოვს მას რაღაცის გაკეთებას კატეგორიულად

მე ვფიქრობ, მთელი ერის გამთლიანება ამ საკითხებთან მიმართებაში მაინც, რომელიც ეხება ევროპული ინტეგრაციის გზას და მასთან დასახულ ამოცანებს, არის აბსოლუტურად აუცილებელი, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ჟურნალისტებს "ევროპის უნივერსიტეტის" მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე -  "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები" განუცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, ყოველ დღე იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკომისია თავის დოკუმენტში აქვეყნებს, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი რეფორმები და რომ საზოგადოება მზად არის მთლიანობაში მოახდინოს ინტეგრირება ამ მიზნების გარშემო.

"თავისთავად მთავარი აქტორი ამ შემთხვევაში არის მთავრობა, თავისთავად მმართველი ძალა, მთლიანობაში პარლამენტი, რომელმაც ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, მაგრამ მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, უნდა იყოს შეთავაზებული რეფორმების კონკრეტული გეგმები და მისი განხორციელება დაიწყოს ძალიან სწრაფად. რა თქმა უნდა, მთლიანობაში ეს უნდა იყოს განხილული პარლამენტში, მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნიან ვერც ექსპერტები, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც მოსახლეობა, იმიტომ, რომ ხელისუფლება, მთავრობა არ შეიძლება იყოს სრულად მობილიზებული თუ ის ხედავს, რომ მოსახლეობა არ არის მომთხოვნი, არ სთხოვს მას რაღაცის გაკეთებას კატეგორიულად.

საზოგადოების ამოცანაა, რომ ის აკონტროლებდეს ხელისუფლების და მთავრობის მოქმედებებს და რეაგირებდეს ამაზე, ამისთვის უნდა იყოს მოწოდებული მედიაც, რომელიც მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას და ექსპერტები, რომლებიც აუხსნიან მოსახლეობას თუ კონკრეტულად რა კეთდება და რა მიმართულებით რა პროგრესი გვაქვს. მე ვფიქრობ, მთელი ერის გამთლიანება ამ საკითხებთან მიმართებაში მაინც, რომელიც ეხება ევროპული ინტეგრაციის გზას და მასთან დასახულ ამოცანებს, არის აბსოლუტურად აუცილებელი", - განაცხადა გოგოლაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები