"ლენდ ლიზის" აქტი შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ ლიზის აქტი“, უკრაინის გარდა, შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2022-2023 ფისკალურ წლებში პრეზიდენტს შეუძლია, მისცეს ნებართვა აშშ-ის მთავრობას, დროებით სარგებლობაში ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ, რათა დაეხმაროს ამ ქვეყნებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში და მათი სამოქალაქო მოსახლობის დაცვაში, რუსეთის ძალების მხრიდან პოტენციური ინტერვენციისგან ან მიმდინარე აგრესიისგან.

"ლენდ ლიზის" აქტი უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და გამარტივებული გზით, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიწოდებას ითვალისწინებს. 

7 აპრილს შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის „ლენდ ლიზის“ აქტი მიიღო, 28 აპრილს კი კონგრესმა დაამტკიცა.

ლენდ ლიზის პროგრამა აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნების დასახმარებლად გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები