აკია ბარბაქაძე - ზელენსკის "აზოვსტალის“ მებრძოლები მხოლოდ რუსეთის ანაბარა არ დაუტოვებია, ამაში ჩარეულია მთელი მსოფლიო

ზელენსკის „აზოვსტალის“ მებრძოლები მხოლოდ რუსეთის ანაბარა არ დაუტოვებია, ამაში ჩარეულია მთელი მსოფლიო, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ „აზოვსტალიდან“ მებრძოლების გაყვანის პროცესის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მთავარსარდალმა მორალურად გამართლებული და დროული გადაწყვეტილება მიიღო. 

"უკრაინის ხელისუფლებამ თავისი მებრძოლები არ დააყენა ერთი არჩევანის წინაშე. მათი ჩაბარება  არ განიხილება  როგორც სამშობლოს ღალატი. იურიდიული საფუძველი შეუქმნეს და ამით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ზელენსკიმ და მთავარსარდლობამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მორალურად სწორია. 

ზელენსკი რასაც აკეთებს ყველაფერი მორალზე და სიმართლეზე აქვს აგებული. მან თქვა, რომ მათ თავისი სამხედრო მისია შეასრულეს წარმატებით და ახლა ცივილიზებულად მოვიქცეთ.  თუ მეორე მხარე ცივილიზებული არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი სწორი არ არის. 

მას ისინი მხოლოდ რუსეთის ანაბარად არ დაუტოვებია, ამაში არის ჩარეული, თურქეთი, წითელი ჯვარი, გაერო,  ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და მთელი მსოფლიო. ახლა მთელი მსოფლიოს წინაშე რუსეთი უნდა მოიქცეს ისე, რომ ან ხელმეორე ბუჩა მოუწყოს თავის თავს უკვე და თავის იმიჯს, ან მოიქცეს ისე, როიგორც სწორია. ტყვეს აქვს სიცოხლის უფლება. 

ამ მებრძოლებმა მარადისობის კარები შეაღეს, განა თავები მოიკლეს შიშით, რომ ტყვედ არ ჩაბარებულიყვნენ, კიდევ უფრო მაღლ საფეხურზე ავიდნენ, როდესაც ისინი იქცევიან ადამიანურად“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

უახლესი ამბები