აკია ბარბაქაძე - ორშაბათიდან ვიწყებთ მოძრაობას, დასრულდებიან თავისით

ორშაბათიდან ვიწყებთ მოძრაობას. დასრულდებიან თავისით. გამოხვალთ ამდენი?! სამ დღეში დასრულდებიან. გამოხვალთ ნაკლები?! ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან, - ამის შესახებ აკია ბარბაქაძემ პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

"ხალხნო, გინდათ, რომ აიღოთ ძალაუფლება ხელში?! აქ არის. ეგ არის ნამდვილი მანდატი, აი, ეს არის ნამდვილი ძალაუფლება. თქვენ შეგიძლიათ, ერთ წამში დაასრულოთ ყველაფერი. ყველანი, პოლიტიკოსები ვართ თქვენი ნების აღმსრულებლები. რა გინდათ, თქვით. გინდათ რეალური თავისუფლება?! გინდათ გამარჯვება?! აქ არის. უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო, უნდა გადავდგათ ნაბიჯი, უნდა შევიყვანოთ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა, თითო წარმომადგენელი და უნდა ვაიძულოთ ერთმანეთი, უნდა ვაიძულოთ ყველა პოლიტიკური ძალა, რომ აღასრულონ ნება თქვენი. ნება ღვთისა, ნება ერისა აქ არის. ნუ გეშინიათ, უფალი მებრძოლთან არის. უფალი ყოველთვის მაშინ იყო ჩვენ გვერდით, როცა ვიბრძოდით. ვიბრძოდით მარტოები, ვიბრძოდით ერთად, ცალ-ცალკე, მაგრამ სულ ვიბრძოდით. რამ ჩაგვაჩუმა?! ამ საწყლებმა?! საკუთარი თავის რომ ეშინიათ, დღეს რომ აწივლდნენ „სლავა უკრაინათი“, აქამდე რომ სიტყვა ვერ თქვეს, აი, ამათმა?! სულ „სლავა უკრაინას“ ძახილით წავლენ აქედან. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს. შევიკრიბებით, ამ საბჭოში შემოვა ყველა. აქ მყოფი პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი. ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით, რომ ძალა ერთობაშია. აი, ეს გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ფესვებთან. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის. აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით. აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ ახლა, უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო – აი, ეგ არის ჩვენი რეალობა. აი, აქა ვართ ახლა დღეს.

უნდა გამოხვიდეთ, დადგეთ, მოითხოვოთ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს თქვენთვის. გავაკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ, თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება. აღარ იქნება მშიერი, აღარ იქნება მათხოვარი ამ ქვეყანაში, სადაც უკუღმა რომ მარცვალი გადააგდო, წაღმა ამოვა. მთელი მსოფლიო რომ შიმშილობდა, საუკუნეების წინ, აქ ყველა მაძღარი იყო. მათხოვარი არ გვყავდა და გაგვამათხოვრეს. ერთმა ჩია კაცმა გაგამათხოვრათ. უნდა დავასრულოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, თქვენ გაიმარჯვებთ და ჩვენ, ყველანი ერთად ღირსეულად ვიცხოვრებთ საქართველოში. ისეთ ქვეყანაში ვიქნებით, სადაც ყველა ჩვენი მეზობელი, ყველა ჩვენი კეთილის მსურველი, სტრატეგიული პარტნიორი გაკვირვებული იქნება. ძალიან ცოტაა გასაკეთებელი. ძალიან ადვილია ამ ძალის გაშვება. რუსეთი დამარცხებულია. რუსეთი შეშინებულია. პუტინი სად დაიმალოს ჯურღმულში, იმას ფიქრობს და ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანდა, იმ ხალხს დაეწყო შიშები, ვინც მარტო ებრძოდა ამ ურჩხულს. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ არ დავაბრუნებთ იმ მოცემულობას, რაშიც 70 წელიწადი ვიარეთ – ბოლშევიზმში, ფაშიზმში. ჩვენ თუ ერთად არ დავდექით, ჩვენ თუ არ დავამარცხეთ, ესენი ფაშიზმს გვიშენებენ აქ. ესენი ჯაშუშებს ეძებენ აქ, თქვენში, ყველაში. ამათ უნდათ ბოლომდე ამოგხადონ სული. აი, ეს არის მოცემულობა და სიმართლე. აი, ამის სათქმელად მოვედი აქ, თქვენთან. თქვენს ხელშია ძალაუფლება. რასაც თქვენ იტყვით, ის გაკეთდება. ორშაბათიდან ვიწყებთ მოძრაობას. დასრულდებიან თავისით. გამოხვალთ ამდენი?! სამ დღეში დასრულდებიან. გამოხვალთ ნაკლები?! ერთ კვირაში, მაგრამ მაინც დასრულდებიან“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები