"ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას"

სამი ოპოზიციური პარტია - "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად "განმათავისუფლებელ მოძრაობას" იწყებს. 

როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, პირველი აქცია სიმბოლურად, 24 თებერვალს გაიმართება, რადგან ეს დღე არის გამყოფი ხაზი თანამედროვე სამყაროში,  თუ ვის მხარეს დგას ქვეყანა და ხალხი.

"ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. 

ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, კოლაბორაციონისტებს ვაიძულებთ უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით, ვიქნებით ხალხთან ხალხის ინტერესების დასაცავად საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე", - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები