აკია ბარბაქაძე - ესენი არაფერს არ გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაცია მოვახერხოთ

ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის, ვეღარ თმობს ძალაუფლებას, ისინი იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუციების პოლიტიზაციას, - ამის შესახებ მოძრაობა "თავისუფლებისთვის" ლიდერმა აკია ბარბაქაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმები პროპაგანდას იყენებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და  მოქალაქეების მოსატყუებლად.

"ავტორიტარული რეჟიმები პროპაგანდას იყენებენ იმისათვის, რომ გაიხანგრძლივონ თავიანთი ძალაუფლება ხელისუფლებაში. ეს პროპაგანდა არის იმისათვის, რომ გააბრუონ ხალხი. მათ უნდათ თქვან, რომ ისინი არიან მართალი მხარე და დიახ, ისინი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. ესენი არაფერს არ გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაცია მოვახერხოთ, იმიტომ რომ დემოკრატიული სტრუქტურები, სახელმწიფო ინსტიტუციები მათ აკარგინებთ ძალაუფლებას და ძალაუფლების დაკარგვასთან ერთად ისინი კარგავენ ფულს, ანუ ძარცვის შესაძლებლობას.

ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის, ვეღარ თმობს ძალაუფლებას, ისინი იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუციების პოლიტიზაციას", - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები