თინა ხიდაშელი - ზურაბიშვილმა "ოცნების“ ხელისუფლებას გაუბათილა ყველა ის თეორიული არგუმენტიც კი, რითაც ამ ხნის განმავლობაში მანიპულირებდნენ

ზურაბიშვილმა "ოცნების“ ხელისუფლებას გაუბათილა ყველა ის თეორიული არგუმენტიც კი, რითაც ამ ხნის განმავლობაში მანიპულირებდნენ, - ამის შესახებ  Front News-ს  საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.   

მისი თქმით, ივანიშვილის მიერ დასმული პრეზიდენტის მიმართ არ შეიძლება იმაზე მეტი  მოთხოვნა არსებობდეს, ვიდრე ეს ლოგიკურად შესაძლებელია. 

"შეფასებებისას გვავიწყდება ხოლმე, ვის ვაფასებთ.  გვინდა,  რომ ყველა სამოქალაქო აქტივისტივით, ან ოპოზიციური პარტიის მიმდევარივით ლაპარაკობდეს, ასე ვერ იქნება,  რა თქმა უნდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს ვუსმენდით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების“ მიერ იყო დასახელებული და მათ მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანიის შედეგად პრეზიდენტად გამხდარი, მე ვარ ძალიან კმაყოფილი ამ გამოსვლით. 

მან ხელისუფლებას გაუბათილა ის თეორიული არგუმენტებიც კი, რომლითაც ისინი მანიპულირებდნენ ამ ხნის განმავლობაში, ომთან  და დასავლეთის მიმართ აბსურდულ ბრალდებებთან დაკავშირებით და სხვა მრავალ საკითხზე, რომელზეც კობახიძე და "ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ლაპარაკობენ. 

მეც ცოტა გადამეტებულად მომეჩვენა ივანიშვილთან დაკავშირებული პასაჟი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის ივანიშვილის მიერ არის წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატად, შესაბამისად, მისგან ამაზე მეტის მოლოდინი არ უნდა გვქონოდა“, - განაცხადა ხიდაშელმა. 

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს აქციის დანონსებას, ხიდაშელის თქმით, გარკვეული გამართლება აქვს ნეიტრალური თარიღის დასახელებას. 

"20 ივნისი, 7 ნოემბერი, 26 მაისი, ამ ტიპის აქციები, იმ აქციებს ვგულისხმობ, რომელთა  დარბევა მოხდა, არ არის საზოგადოების შემკრები, ის არის გამყოფი. ამიტომ მესმის ზურაბიშვილის ამოცანა, რომ სხვა დღე ეპოვათ, რომელიც არ იქნებოდა არავისთვის მძიმე. მე აუცილებლად მივიდოდი ამ აქციაზე, ისევე როგორც 20 ივნისს, რომ შემეძლოს. არაუშავს, ორი დღე წავიდეთ ევროპისთვის აქციაზე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები