კაჩინსკი პოლონეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას ტოვებს

პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ ხელმძღვანელი იაროსლავ კაჩინსკი ვიცე პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს.

"პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ და რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მიიღეს ჩემი გადადგომა“, - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

მისი თქმით, ახლა მას სურს კონცენტრირება მოახდინოს პარტიაში მუშაობაზე, რათა მან არა მხოლოდ მოიგოს მომდევნო არჩევნები, არამედ დარჩეს ხელისუფლებაში.

"ეს არ არის ის, რომ გადაჭარბებულად ვაფასებ ჩემს როლს, უბრალოდ, პარტიას სჭირდება ძალების აღდგენა, რადგან ახლოვდება დრო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის მსოფლიოში. არჩევნების მიზანია კარგი შედეგის მიღება. რაც შეეხება „კანონს და სამართლიანობას“, მიზანია გამარჯვება და ძალაუფლების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, „ერთიანი მემარჯვენეების“ კოალიციაში“, - განაცხადა კაჩინსკიმ.

მისივე თქმით, ვიცე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მარიუშ ბლაშჩაკი იქნება. უშიშროების კომიტეტს კი კაჩინსკის ნაცვლად პრემიერის აპარატის თავმჯდომარის მოადგილე ზბიგნევ ჰოფმანი უხელმძღვანელებს.