თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას არ დაბლოკავს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა.

დღეს თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მონაწილეობით შეხვედრა გამართეს.

"ამ შეხვედრის შედეგად, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ამ კვირაში მადრიდის სამიტზე ფინეთისა და შვედეთის მოწვევას, გახდნენ ნატოს წევრები“, - განაცხადა ნიინისტემ.

მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ნაბიჯები უახლოეს ორ დღეში განიხილება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მემორანდუმის თანახმად, ფინეთი, შვედეთი და თურქეთი იღებენ ვალდებულებას, გაუწიონ სრული მხარდაჭერა ერთმანეთის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში.

თურქეთმა ადრე განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერდა. ანკარა სტოკჰოლმს და ჰელსინკს "ტერორისტების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები