ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ თავასაში იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად სოფელ თავასაში იმყოფებოდა. 

სამუშაო შეხვედრას, მერის მოადგილეები, მანუჩარ რობაქიძე და  მირზა ქოჩიაშვილი, ასევე საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გოგბერაშვილი შეუერთდნენ. 

საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები.

ამ დროისთვის  ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს,  5 კმ-იანი გზის არმირებული ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხების მშენებლობას. 

პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე სოფელს შორის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს, რომლის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯეო როუნდ ინვესტი“ ახორციელებს.

დღესვე, ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ ზედა საზანოს საბავშვო ბაღის დასრულებული იერსახე დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდა, სადაც 100-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, ასევე დაცულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი.გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც.

ბაღის სამშენებლო სამუშაოებს, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მტმ“ ახორციელებდა, რომლის ღირებულება 944483 ლარია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო მიმართულებით სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს;

აქტიურ ფაზაშია ქალაქ თერჯოლაში მე-3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები; დაიწყო სოფელ ვარდიგორის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის სახურავსა და  საკლასო ოთახებს.

სამუშაო შეხვედრაზე, ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ; თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მამუკა გოგბერაშვილი, ასევე საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გიორგი ჩუბინიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები