დავით ზურაბიშვილი - თუ ასეთი რამ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნია და პრაქტიკულად, გადაგვაბარა რუსეთის გავლენის სფეროს

ივანიშვილის სანქცირებას არ ველოდები, თუ ასეთი რამ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნია და პრაქტიკულად, გადაგვაბარა რუსეთის გავლენის სფეროს, -  ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა  დავით ზურაბიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველომ უნდა აირჩიოს მხარე, რადგან "ბალანსირების პოლიტიკას“ ვეღარ გააგრძელებს.

"პრაქტიკულად, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ახალი „ცივი ომის“ ეპოქაში  შევდივართ,  ერთი მხრივ,  რუსეთი და მეორე მხრივ დასავლეთი.  შეუძლებელია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის, რომელიც თან რუსეთის მეზობლად არის, ორივე ძალასთან შეინარჩუნოს ბალანსი. ეს არ გამოვა, უნდა აირჩიო მხარე. ეს არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა სამხედრო მოქმედებებში,  ან ომში უნდა ჩაება, მაგრამ მკაფიო პოზიცია უნდა გქონდეს,  ვისკენ ხარ. საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრობლემაა, რომ ის ცდილობს, ისევ იმ პოზიციაში დარჩეს, რომელშიც აქამდე იყო - როგორღაც ბალანსი მოახდინოს დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების. არ ბალანსდება ეს ინტერესები, ამაშია საქმე, ეს არის მთავარი პრობლემა.

სანქცირებას რაც შეეხება, თუ ასეთი რამ მოხდა, ეს ნიშნავს,  რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნია და პრაქტიკულად გადაგვაბარა რუსეთის გავლენის სფეროს. ეს ამას ნიშნავს. ამიტომ მე ამას არ ველოდები, თუმცა გარკვეული ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მისივე განმარტებით,  ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ მან საქართველოში რუსეთს კიდევ უფრო ფართოდ გაუღოს კარი. 

"თუ სანქცირებამდე მივიდა საქმე ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უკვე ღიად იქნება რუსეთის მხარეს და დასახმარებლად რუსეთს მიმართავს. ამაში ვარ დარწმუნებული და ვერავინ ვერ მიხსნის, რატომ არ მოხდება ასე. ივანიშვილმა რომ სანქციები მიიღოს, რატომ შეეშინდება ივანიშვილს და რატომ თვითონ არ წავა რუსეთში და აქ არ შემოიყვანს რუსეთს, არ ვიცი. ამიტომაც იკავებს თავს დასავლეთი მკვეთრი ნაბიჯებისგან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები