დავით ზურაბიშვილი - "ბიძინა რუსეთია და ჩვენ დასავლეთი" - ეს "ნაციონალური მოძრაობის“ "იდენტობის ნაწილია“ უკვე

"ბიძინა რუსეთია და ჩვენ დასავლეთი" - ეს "ნაციონალური მოძრაობის“ "იდენტობის ნაწილია“ უკვე, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ის პარტიები და მათ შორის სამი პარტიის გაერთიანება, რომელიც იმავეს ლაპარაკობს, "ნაციონალურ მოძრაობას" ართმევს ამომრჩეველს. 

"ის ხალხი, ვინც ფიქრობს ასე, რომ ბიძინა ივანიშვილის არის კრემლის მარიონეტი და რუსი ოლიგარქი,  ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, ან რომელიმე მსგავსი ტიპის პარტიის. ეს სამეულიც იმავეს ამბობს, ანუ ეს სამეული, თუ ვინმეს ხმებს წაართმევს, წაართმევს 5 ნომერს. 

ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს 2011 წლიდან, „ბიძინა რუსეთია და ჩვენ დასავლეთი“ - ეს "ნაციონალური მოძრაობის“ "იდენტობის ნაწილია“ უკვე, ამიტომ  ყველა ის პარტია, რომელიც  შეეცდება პრიორიტეტად ეს აიღოს და  ძირითადი დაპირისპირების ფრონტის ხაზი ამაზე გაავლოს, ბიძინა ივანიშვილის და  "ოცნებას" უადვილებს საქმეს, რომ ისინიც  "ნაცებად“ გამოაცხადოს. ეს მის ამომრჩეველში იმუშავებს“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები