დავით ზურაბიშვილი - რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულია, 2024-ში ვინც გაიმარჯვებს, დასავლეთი იმასთან დაიჭერს საქმეს

რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულია, 2024-ში ვინც გაიმარჯვებს,  დასავლეთი იმასთან დაიჭერს საქმეს, - ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა  დავით ზურაბიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას თვისი მექანიზმი აქვს და მხოლოდ განცხადებები აბსოლუტური წყლის ნაყვაა. 

"რიგგარეშე არჩევნები აბსოლუტურად გამორიცხულია, მის დანიშვნას აქვს თავისი საკონსტიტუციო მექანიზმი. როცა ასეთ მოთხოვნებს აყენებენ ხოლმე, უნდა ჩაიხედონ კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, როგორ ხდება ეს. რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს, ამისთვის პრემიერ-მინისტრი  უნდა გადადგეს  და უმრავლესობის მიერ წამოყენებული შემდეგი კანდიდატის დამტკიცება ვეღარ უნდა მოხერხდეს, კიდევ ერთი ვარიანტია, რომ მთავრობას ბიუჯეტის დამტკიცება ჩაუვარდეს. ესეც გაწელილი პროცედურაა.  

არსებულ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მთლიანად დამოკიდებულია ხელისუფლების ნებაზე, თუ არსებული ხელისუფლება და მთავრობა ამას არ მოინდომებს, ისე ვერ მოხდება. რატომ უნდა მოინდომოს? - არ გვინდაო, ის  ხალხი ამბობს. რამდენი განცხადებაც უნდა აკეთოს ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ეს ვერაფერს შეცვლის,  აბსოლუტური წყლის ნაყვაა, რადგან იძულების მექანიზმი აქვს?  ყოველდღე თუ ასი ათასი კაცი იდგა რუსთაველზე და გადაკეტა ქვეყანა, მაშინ შეიძლება ხელისუფლება წავიდეს ამაზე, მაგრამ ხო ვიცით, რომ ეს ასე არ მოხდება. არც შიგნითაა ახლა ის სიტუაცია როგორც 2002-2003 წლებში იყო, როცა აბსოლუტურად ჩამოშლილი იყო სისტემა და  თვითონ სახელისუფლებო სტრუქტურებში იყვნენ ცვლილების მხარეს. ეს სიტუაცია ახლა არ გვაქვს, ამიტომ რიგგარეშე არჩევნები, ჩემი აზრით, გამორიცხულია, 2024-ში ვინც გაიმარჯვებს,  დასავლეთი იმასთან დაიჭერს საქმეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები