დავით ზურაბიშვილი - როცა პოლიტიკოსი ამბობს, რეგიონებში გავდივარ, ხალხს უნდა შევხვდეო, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე არანაირი ფუნქცია აღარ აქვს

როცა პოლიტიკოსი ამბობს, რომ რეგიონებში გავდივარ, ხალხს უნდა შევხვდეო, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე არანაირი ფუნქცია აღარ აქვს, -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები მხოლოდ იმის ნიშანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის ისევ არის პოლიტიკური ფიგურა.

"არაფერი გასაკვირი არ ყოფილა, ეს მისი სტილია. ღარიბაშვილი ჩამოაქვეითეს და დღეს ამ განცხადებით ჰქონდა მცდელობა, რომ ეჩვენებინა, მე ისევ ვარო. როცა პოლიტიკოსი ამბობს, გავდივარ რეგიონებში, ხალხს უნდა შევხვდე, ეს ნიშნავს, რომ დამთავრებულია მისი საქმე. ეს ნიშნავს, რომ არ აქვს არანაირი ფუნქცია. რაც შეეხება იმ ნაწილს, როცა ის გადავიდა ოპოზიციის ლანძღვაზე, განსაკუთრებით, დიდი ადგილი დაუთმო ხაზარაძეს, ესეც ძალიან მარტივია. ხაზარაძე თავის გამოსვლებში პირდაპირ ივანიშვილს ურტყამს. როგორც ჩანს, ივანიშვილს ეს ძალიან არ მოსწონს და ახლა ღარიბაშვილი ცდილობს ბიძინას ასიამოვნოს. 

სიძულვილის კამპანია არჩევნების წინ იქნება, ეს სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი იდეაა", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

"ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ აპირებს 100 დღეში 10 რეგიონში ჩასვლას და შეხვედრებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები