გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ედინბურგიდან ლონდონში გადაასვენეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ედინბურგიდან ლონდონში გადაასვენეს.

დედოფალს ბუკინგემის სასახლეში დაასვენებენ, სადაც სამეფო ოჯახის წევრები არიან შეკრებილი, ლონდონის ქუჩებში კი ათასობით ადამიანია გამოსული.

ნორტოლტის სამხედრო ბაზაზე, თვითმფრინავს, რომლითაც ელისაბედ მეორე გადაასვენეს, პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დახვდნენ.

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

დაკრძალვის ცერემონიაზე ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან. მონარქის დაკრძალვის ცერემონიას მედიაში ბოლო ათწლეულში ბრიტანეთში ყველაზე დიდი დიპლომატიური შეკრება უწოდეს. 

რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიიწვიეს, ირანის ისლამური რესპუბლიკა კი, ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

უახლესი ამბები