თეონა აქუბარდია - საგარეო საქმეთა მინისტრისგან ბიჭვინთის ანექსიაზე და ანტიდასავლურ კამპანიაზე წერილობით პასუხებს მოვითხოვ

პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის“ წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგლამენტის შესაბამისად, მასზე გაგზავნილ კითხვებზე წერილობითი პასუხები უნდა გამოაგზავნოს.

"პარლამენტის დარბაზში ბექა დავითულიანის განცხადება მოვისმინე აფხაზეთთან მიმართებაში, რაც სრული გაგრძელება იყო იმ პროპაგანდისტული ნარატივის, რომ თურმე ჩვენ ომში ჩართვა გვსურს ან სამხედრო გზით გასეირნება აფხაზეთზე. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს აღიარებული - მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ამ კონფლიქტის მოგვარების.

დეოკუპაციის სტრატეგია, რომელიც მეორე წელია პროცესშია, არც ვიცით რა ხდება ამასთან დაკავშირებით. მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისე შეიძლება დაასრულოთ მოღვაწეობა, რომ ამ სტრატეგიამ დღის სინათლე ვერ იხილოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკრეტული ფუნქცია აქვს დაკისრებული სტრატეგიით  და არაფერი არ ვიცით თუ რას აკეთებს და რა პოზიცია აქვს, როდესაც ასეთი ორგანიზებული თავდასხმები მიმდინარეობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე.

მოვითხოვ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხები წერილობით მაინც მივიღოთ, რათა ვიცოდეთ მინისტრის პოზიცია ბიჭვინთის ანექსიასთან დაკავშირებით და რა პოზიცია აქვს ანტიდასავლურ კამპანიასთან და პატივი ვცეთ რეგლამენტს, სადაც მოთხოვნაა, რომ ინტერპელაციის წესით მოთხოვნილ კითხვებზე პასუხები წერილობით უნდა მივიღოთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები