გიგი წერეთელი - რუსი მოქალაქეების დიდი რაოდენობით კონცენტრირება საფრთხისშემცველია ყველგან და მითუმეტეს საქართველოში

ვინ და რა მიზნით შემოდის  საქართველოში,  ეს აუცილებლად რეგულირებისა და კონტროლის სფეროში უნდა შედიოდეს,  - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა. 

მისი თქმით, დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საფრთისშემცველია და  ამაზე ხელისუფლება უნდა რეაგირებდეს. 

"რუსი მოქალაქეების დიდი რაოდენობით კონცენტრირება  საფრთხისშემცველია ყველგან და მითუმეტეს საქართველოში, რომლის მიმართ, ვიცით, რუსეთის პოლიტიკა როგორია, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს საფრთხეები არის ასევე ბალტიისპირეთში, პოლონეთისთვისაც სამომავლოდ, ამიტომ ყველა ფრთხილობს. საქართველოს ხელისუფლება არ ფიქრობს ამაზე, ან შეგნებულად აკეთებს ამას. ვინ შემოდის,  რას აკეთებს, რამდენი ხნით რჩება, რა სურვილი აქვს, რა უნდა გააკეთოს საქართველოში? - ეს აუცილებლად რეგულირებისა და კონტროლის სფეროში უნდა შედიოდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.   

პუტინის მიერ  ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება, მოქალაქეების ნაწილი ქვეყნის დატოვებას და მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გადასვლას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები