გიგი წერეთელი - ევროპის სახალხო პარტიაში ჩეხების მიერ მომზადდა ძალიან მწვავე რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით

ევროპის სახალხო პარტიაში ჩეხების მიერ მომზადდა ძალიან მწვავე რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ Front News-ს "ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა. 

მისი თქმით,  არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს დასავლეთის კრიტიკაზე ადეკვატური რეაქცია ექნებათ. 

"ამ ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც უკრაინა იბრძვის და ამ ბრძოლით პერსპექტივას უქმნის არა მარტო თავის ხალხს, არამედ ჩვენც საქართველოს მოსახლეობას, ასეთ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან კრიტიკული  განცხადებები კეთდება პრაქტიკულად ყველა მხრიდან.  ევროპის სახალხო პარტიაში მომზადდა ჩეხების მიერ რეზოლუცია,  ასევე ძალიან მწვავე საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით.  თუ ამაზეც იტყვიან,  რომ „ევროპის სახალხო პარტია“,  ან „ალდე“ სხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან,  მათივე პარტნიორი „სოციალისტების“ წარმომადგენლები ასევე  ძალიან კრიტიკულები არიან „ქართული ოცნების“ მმართველობის მიმართ. იმდენად ადვილად დასანახია ყველასთვის,  რომ რეფორმები არ ტარდება, დეოლიგარქიზაცია არ ხდება, პოლიტპატიმრებს არ ათავისუფლებენ...   არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ადეკვატური რეაქცია ექნებათ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

ლისაბონში, სადაც საქართველოს მიმართ "სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული კრიტიკული  რეზოლუციის კენჭისყრა ხვალ გაიმართება  საქართველოდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია და გიორგი ბარამიძე, ხოლო  „ევროპული საქართველოდან“ გიგი წერეთელი  იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები