გიგი წერეთელი - დარწმუნებული ვარ, ალიევმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გადასცა ქართულ მხარეს

ალიევის "სწრაფი ვიზიტი“ პირველ რიგში შეიძლება უკავშირდებოდეს რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს  და ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას, -  ამის შესახებ Front News-ს  "ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ განუცხადა. 

მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენმა სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გადასცა საქართველოს ხელისუფლებას.

"ალიევის "სწრაფი ვიზიტი" პირველ რიგში შეიძლება უკავშირდებოდეს რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს  და ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას, იმის გათვალისწინებით, თუ რა სცენარები შეიძლება განვითარდეს უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე.  ასევე, რა თქმა უნდა, ენერგოდერეფნები და ევროპასთან ურთიერთობის ახალი პერსპექტივა. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული თემებია. მშვიდობის შემთხვევაშიც და დაძაბულობის შემთხვევაშიც ტვირთბრუნვა არის გადამწყვეტი. გარდა ამისა, არის რამდენიმე ძირითადი თემა, რის გამოც ალიევმა გადაწყვიტა სწრაფი ვიზიტი განეხორციელებინა და დარწმუნებული ვარ,  ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გადასცა ქართულ მხარეს. საქართველოს მთავრობა როგორი პარტნიორი იქნება და რას გააკეთებს,  ეს სხვა საკითხია.  აქ დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს,  იქნება ეს რეგიონი თუ ევროპასთან ურთიერთობაში, რეკომენდაციების შესრულების თუ რეფორმების გატარების თვალსაზრისით“, - განაცხადა წერეთელმა. 

მისი განმარტებით, რეგიონულ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. 

"დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ძალიან დინამიური პროცესები ვითარდება, რა თქმა უნდა,  ეს დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასთან უკრაინაში. შესაბამისად, ასეთი კატაკლიზმების დროს რეგიონულ დღის წესრიგში  კორექტირება ხდება. ფაქტია, ასეთი თემები არის.  ამის გარდა,  არ დასრულებულა აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირება.  უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკული დერეფნის საკითხი. შეხვედრაზე აღინიშნა ტვირთბრუნვის თემა, როგორც ცნობილია,  ყარსი-ახალქალაქის პროექტის  საქართველოს ნაწილში  ჯერ კიდევ პრობლემებია. ამის გამო ვერ ხერხდება ტვირთბრუნვის გაზრდა, პორტების თემაა და სხვა ბევრი საკითხი.

გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხი, რომელიც განიხილეს ამ შეხვედრაზე. რუსეთს თუ მიეცა შესაძლებლობა ამ აგრესიის გაგრძელების, შესაძლებელია,  კიდევ უფრო მეტი ესკალაცია მოახდინოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ტაქტიკური საკითხების განხილვა და რაღაც გზავნილები პრეზიდენტმა ალიევმა გადასცა საქართველოს ხელისუფლებას. 

არაერთხელ ითქვა ასევე, რომ პრაღაში მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა ალიევმა, ესეც შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი საკითხი, ესაა რეგიონული დღის წესრიგოს ჩამოყალიბება მიმდინარე აგრესიის ფონზე. თუ ესკალაცია მოხდა, რეგიონში როგორი კოორდინაცია არის საჭირო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს რეგიონში ბევრი დიდი მოთამაშის ინტერესია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები