გიგი წერეთელი - აშშ თუ შეწყვეტს დახმარებას, ან შეამცირებს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ქვეყნისთვის

აშშ თუ შეწყვეტს დახმარებას, ან შეამცირებს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ქვეყნისთვის,  ამიტომ გამოსავალი ერთია - თუ ხელისუფლება არ იცვლის პოლიტიკას, მაშინ თავად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ Front News-ს "ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა. 

მისი თქმით, ზუსტად ისეთივე განცხადებებს აკეთებენ "ქართულ ოცნებაში“, როგორც ლუკაშენკოს მთავრობაში აკეთებდნენ დასავლურ კრიტიკაზე.  

"ის, რომ აშშ-ში სენატში ასე მწვავედ დაისვა საქართველოს საკითხი,  არ იყო მოულოდნელი და გასაკვირი. ამის შესახებ იყო გაფრთხილება და ჩვენც ვამბობდით, რომ უპირობო არაფერი არ არის, ეს დაეტყობა დახმარებას და ყველაფერს. ახსოვს საზოგადოებას, როდესაც ევროპიდან 75 მილიონზე  უთხრეს უარი კონკრეტული რეფორმის შეჩერების გამო, "ქართულ ოცნება“ მაშინც აცხადებდა, რომ არც გვჭირდება ეს ფული.  ზუსტად ისეთივე განცხადებებს აკეთებენ „ქართულ ოცნებაში“, როგორც ლუკაშენკოს მთავრობაში აკეთებდნენ დასავლურ კრიტიკაზე.  კეთდება ძალიან უხეში,  უტიფარი განცხადებები, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან იმას, რომ თუ არ იქნება დასავლური მხადაჭერა, აგერ არის რუსეთი. სხვა არჩევანი  არ არის, ჩინეთთან ჩვენ ვერ ვიქნებით, ვერც სხვა დიდ ქვეყნებთან, ან ვართ ევროპასთან და აშშ-სთან, ან რუსეთთან.  ამიტომაც სანამ არ გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ამით ჩვენ ყველა, მათ შორის მოსახლეობა, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.   

აშშ თუ შეწყვეტს დახმარებას, ან შეამცირებს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა ქვეყნისთვის, ამის ჩანაცვლება სხვა რესურსებით, რომელიც იქნება დემოკრატიული სამყაროდან, შესაძლებელი  არ არის, ამიტომ გამოსავალი ერთია - თუ ხელისუფლება არ იცვლის პოლიტიკას, მაშინ თავად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები