გიგი წერეთელი - რაც პრემიერმა ილაპარაკა, კარგი იქნებოდა, სიმართლე ყოფილიყო

რაც პრემიერმა ილაპარაკა, კარგი იქნებოდა, სიმართლე ყოფილიყო, - ამის შესახებ Front News-ს "ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა გაეროს 77-ე სესიაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განუცხადა. 

მისი თქმით,  შინ და გარეთ სხვადასხვა მესიჯებით საუბარი უარყოფით შედეგს იძლევა.  

"რაც პრემიერმა ილაპარაკა, კარგი იქნებოდა,  სიმართლე ყოფილიყო,  შეიძლება გარეთ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე  ილაპარაკოს პრემიერმა, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს.  იმ ხალხს,  ვინც იქ ზის, სხვა ინფორმაციაც გააჩნია  და შემდეგ უკვე ფასი ეკარგება ასეთ განცხადებებს. 

გარდა ამისა, პრემიერს უნდა ესაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც საქართველოს აქვს და რაში სჭირდება მას განსაკუთრებული თანადგომა. ვფიქრობ, აქ ძალიან სუსტი იყო. 

რეიტინგებზე ლაპარაკი ერთია და მეორეა, რომ იმ დარბაზში მსხდომების ერთ ნაწილს - ევროკავშირის წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები აქვთ საქართველოსთვის მიცემული. ამ მიმართებით განცხადების გაკეთება, რომ ჩვენ ყველაფრი წინსწრებით გვაქვს გაკეთებული - ეს ხომ ტყუილია? ეს ორმაგი მესიჯები, ერთი გარეთ და ერთი შიგნით  უშედეგოა, რადგან  ის შიდა მესიჯები გარეთ გადის. პოლიტიკაში შეიძლება გულწრფელობა რთულია და ყველაფერს ვერ იტყვი, მაგრამ რასაც იტყვი, ის უნდა ეფუძნებოდეს რეალურ ფაქტებს. თუ ეს შორდება სინამდვილეს, კარგავს კიდეც მის ღირებულებას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები