ლელა ჯეჯელავა - გამორიცხული არ არის, ღარიბაშვილი ამ ძალის სათავეში აღმოჩნდეს

მგონია, რომ შეიცვლება პრემიერ-მინისტრი, გამორიცხული არ არის,  ღარიბაშვილი ამ ძალის სათავეში აღმოჩნდეს, -  ამის შესახებ  Front News-ს  ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ ახალი მოძრაობის "ხალხის ძალის“ შესახებ  საუბრისას განუცხადა. 

ჯეჯელავას თქმით,  „ხალხის ძალას“ ხალხთან  საერთო არაფერი აქვს. 

"მგონია, რომ შეიცვლება პრემიერ-მინისტრი, ვფიქრობ,  ამ პოსტს თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე  დაიკავებს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს,  გამორიცხული არ არის, რომ ამ ძალის სათავეში აღმოჩნდეს. ეს ძალა ჩამოყალიბდება ღია პრორუსულ პარტიად, რომელიც პრორუსულად განწყობილ მთელ სპექტრს შეისრუტავს. რაც შეეხება POSTV-ის,  არაფერი შეიცვლება, გააგრძელებს თავის სარედაქციო პოლიტიკას, უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. 

"ხალხის ძალა“ დაარქვეს ამ თავის პრორუსულ მოძრაობას, მაგრამ მათ მოუწევთ ნახონ,  რა არის რეალურად ხალხის ძალა და რომ მათთან ხალხის ძალას საერთო არაფერო ექნება“, - განაცხადა ლელა ჯეჯელევამ. 

მისი თქმით, „გამიჯნულების“ პარტია ბიძინა ივანიშვილისთვის სათადარიგო პლატფორმა იქნება.  

"ეს არის სათადარიგო აეროდრომი, რომელსაც იმზადებს ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევისთვის, თუ მოხდა ისე,  რომ ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთის ომში რუსეთმა გაიმარჯვა, რაც სრულიად გამორიცხულია, თუმცა "თავშენახული“ კაცია ბიძინა ივანიშვილი და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საბოლოო მარცხი დროის ამბავია, მაინც იმზადებს სათადარიგო პლაცდარმს. თუმცა, მალე  ესენი ისე გაქრებიან, როგორც ჭუჭყიანი თოვლი“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ. 

დღეს  მოძრაობას "ხალხის ძალა“ კიდევ ხუთი დეპუტატი - ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა. მოძრაობას შემოუერთდნენ ასევე თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა  ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილების 52% იყიდა, რომ "მათი სათქმელი მოსახლეობამდე ტელევიზიის საშუალებით უკეთ მიიტანონ".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები